დასავლეთის სამი ქვეყანა, რომელთაც ყველაზე სამარცხვინო პოზიცია უკავიათ უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომთან დაკავშირებით: უნგრეთი,სერბეთი, ისრაელი – გოცირიძე

“დასავლეთის სამი ქვეყანა, რომელთაც ყველაზე სამარცხვინო პოზიცია უკავიათ უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომთან დაკავშირებით: უნგრეთი,სერბეთი, ისრაელი.

ხალხი ისე ფიქრობს და მთავრობა ასე და მისთანების კვლევა შორს წაგვიყვანდა( ჩვენი სამარცხვინო ხელისუფლებისა არ იყოს). ქვეყნების პოზიციას განსაზღვრავს მთავრობების პოზიცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთში ვერ ჩაფრინდა. ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ჩერნოგორიამ უარი უთხრა საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. ამაზე დიდი დამცირება რა უნდა იყოს. სერბეთი ისეა გარშემორტყმული ევროკავშირის ქვეყნებით, როგორც არ უნდა უტრიალოს, მაინც ვერ ჩაფრინდება.

თავად სერბეთის ხელისუფლება ამ დროს ლავროვს რომ უმასპინძლებს, ესეც არანაკლებ სამარცხვინოა”, – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ცენტრალური როლი უნდა ითამაშოს “მარცვლეულის დერეფნის” მოლაპარაკებებში – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
შემდეგი სტატიათიბისის პროექტი „გმირები“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება