დასავლეთის მცდელობებს, მოკვეთოს რუსეთისგან სამხრეთ კავკასია, ყველა გზით გავუმკლავდებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ბოლო დროს შეიმჩნევა დასავლეთის მცდელობები, რუსეთს მოსწყვიტოს სამხრეთ კავკასია.

“NATO და ევროკავშირი ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საკუთარ დიალოგებსა და თანამშრომლობის სტრუქტურებს აყალიბებენ და დასავლეთი ამ კავშირების გამოყენებას არა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის, არამედ ამ ქვეყნების რუსეთისგან ჩამოშორებისთვის ცდილობს.ასეთი ტენდენციების აღსაკვეთად ყველა არსებულ საშუალებას გამოვიყენებთ – დიპლომატიურს, პოლიტიკურსა და ეკონომიკურს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანს სალონში ამუშავებდა და კლიენტების სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა – დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიაპოლიციამ ღამით ორი მოშიმშილე დააკავა