დასავლეთი თბილისს ახალი “მთავრობის გადასაცემად” ამზადებს

32016 წლის საპარლამენტო არჩევნების მისადგომებთან დასავლეთი საქართველოს ახალი სამთავრობო ცვლილებებისთვის ამზადებს. ზუსტად იგივეს, როგორც 2012 წელს მოხდა, როცა აშშ-მ და ევროპამ მიხეილ სააკაშვილი წარმატებულად გადაიბირეს და დაიყოლიეს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე – regnum.ru წერს.

ინტერნეტ გამოცემის აზრით, 2012 წელს “მთავრობაში მოსულმა პოლიტიკურმა “ძალამ” ვერ შეძლო (უნდოდა კი?) ხალხისთვის მიცემული სამართლიანობის აღდგენის პირობის შესრულება. ექს-რეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან მათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისიც, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, გაფლანგვის, დამნაშავეთა მფარველობის, ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის ბრალდებით. მეტი წილი დანაშაულებებისა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები მთავრობას ბრალს სდებდა, გამოუძიებელია, თუკი რამდენიმე მათგანი გამოიძიეს, საქმის მთავარი ფიგურანტები საქართველოში არ არიან, შესაბამისად, სისხლის სამართლებრვ პასუხისგებაში არ მიცემულან” – წერს ინტერნეტ გამოცემა.

ამასთანავე, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იმ “თითქმის უმნიშვნელო” ბრალდებებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, დასავლეთმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარეობს “პოლიტიკური დევნა” და მოითხოვეს მისი შეწყვეტა.
სტატიის ავტორს ამის მაგალითად მოყავს ევროპის სახალხო პარტიის განცხადებები, რომლის პარტნიორიც არის ქართული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საერთო საინფორმაციო ფონზე და მაგალითად მოყვანილია ტელეკომპანია “რუსთავი 2”, რომელიც “მძაფრ” სიუჟეტებს ამზადებს სიღარიბეზე, მოქალაქეებისათვის სოციალური პაკეტების ჩამორთმევაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, მათ შორის ლარსი კურსის დაცემაზე, ეკონომიკურ უკუსვლაზე, ექსპორტ-იმპორტის შეჩერებაზე.
გამოცემის აზრით, არსებული მტავრობის “არასაკმარის წარმატებას” მხარს უჭერს ამერიკული ორგანიზაციები NDI და IRI, რომლებიც ტრადიციულად ატარებენ საქართველოში კვლევებს. “მათ მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული კვლევებით ახლანდელი მთავრობის რეიტინგი მკვეთრად დაეცა და ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს დაუახლოვდა. ამასთანავე, სააკაშვილის პოზიცია ამ გამოკითვებში, სტაბილურია – მას უცვლელად მეორე ადგილი აქვს, მმართველ პარტიასა და ენმ-ს შორის სხვაობა კი დაახლოებით 1-2 %-ია” – წერს სტატიის ავტორი, რომლის აზრითაც, მსგავსი რეიტინგები საქართველოს მოსახლეობის “იდეოლოგიურ მომზადებას” ემსახურება. “უკანასკნელი ოთხი წლის მანძლზე რეაბილიტირებული სააკაშვილის პარტია, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით, აქტიურ პოზიციებს იკავებს ქვეყნის მართვაში. მათი საპარლამენტო მანდატები, შესაძლებელია ახალ არჩევნებზე გაიზარდოს. თუკი 2012 წელს დაწყებული კოაბიტაცია ისევ ძალაში დარჩება, სავარაუდოდ, დასავლეთი საქართველოში აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ მოდელს დანერგავს, სადაც ქვეყანას ორი ძირითადი მმართველი პარტია ყავს – ამიტომ, პოლიტიკური სადავეები მხოლოდ ორი პარტიას შორის გადანაწილდება” – წერს რუსული გამოცემა.

სტატიაში ასევე გამოთქმულია აზრი, რომ შესაძლებელია “მთავრობის გადაცემის” გეგმა ჯერ არ იყოს მზად დასავლეთისთვის და ისინი ეძებდნენ “მესამე ძალას”, რომელიც “ქართულ ოცნებას” და ენმ-ს შეცვლის, თუმცა, აქვე სტატიის ავტორი დასძენს, რომ აშშ სავარაუდოდ, არ ითვლის ნინო ბურჯანაძეზე ან ირაკლი ალასანიაზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს გემებთან მიახლოვების შემთხვევაში თვითმფრინავები სამხედრო პასუხს მიიღებენ
შემდეგი სტატიადროა პოლიტიკურმა ძალებმა ურთიერთშეურაცხყოფის ნაცვლად დიალოგი აწარმოონ