დასავლეთი საქართველოში ახალი მაიდანის მოწყობას გეგმავს – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოში ახალი მაიდანის მოწყობას გეგმავს, რათა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის დამატებითი წყარო შექმნას. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია “ტასსი” ავრცელებს.

“ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს საქართველოში ვითარების ესკალაციისკენ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი ხელისუფლების ცვლილების მიზნით „მაიდანის“ სცენარის განხორციელებაა, რათა შემდეგ რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი წყაროშეიქმნას,” – განაცხადა მან.

მისი მტკიეცბით, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ურცხვ ზეწოლას ახორციელებენ ბევრ სუვერენულ სახელმწიფოზე.

“ამჯერად დასავლელებმა მიზანში საქართველოს ამოიღეს, სადაც „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის იქნა მიღებული, თუმცა თავად შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშ, მსოფლიო უმცირესობებში, ამ თემაზე გაცილებით მკაცრი ნორმები მოქმედებს. დასავლეთი თვალთმაქცურ ბრალდებებს მიმართავს, თითქოს აღნიშნული კანონი „დლახავს დემკრატიას“, „ევროპულ“ და „ევროატლანტიკურ“ ღირებულებებთან შეუსაბამოა, ასევე იმუქრება ინდივიდუალური სანქციებით, ბლოკავს საქართველოს „ევროატლანტიკურ პერსპექტივას“, ართმევს მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბრიუსელიდან და ვაშინგტონის ქვეყნებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას აანონსებს.” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გალუზინმა ასევე გაამახვილა ყურადღება მაისის შუა რიცხვებში თბილისში გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში ლიტვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობაზე.

“ძნელია ამის დახასიათება, გარდა როგორც აშკარა ჩარევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ყველა ეს არის ნეოკოლონიური პრაქტიკის საძაგელი მაგალითები ქვეყნებზე, რომელთა სუვერენიტეტიცს შეზღუდვასაც ისინი ცდილობენ. ჩვენი მხრივ დაინტერესებული ვართ საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებით, ამავდროულად, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ჩავერევით,” – თქვა გალუზინმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი რადიკალური დაჯგუფება, რომელთა მთავარი მიზანი არის ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ – კალაძე “ქართულ ქარტიაზე”
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს – იონათამიშვილი