დასავლეთი გმობს დონბასსა და ლუგანსკში პასპორტიზაციის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას

დასავლეთი გმობს დროებით ანექსირებულ დონბასსა და ლუგანსკში პასპორტიზაციის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას. მანამდე საფრანგეთმა გაავრცელა იგივე განცხადება. პროტესტი გამოთქვეს, ასევე, ბრიტანეთმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ 24 აპრილს გამოცემული განკარგულება უკრაინის დონბასსა და ლუგანსკში რუსული პასპორტების მარტივი წესით დარიგების შესახებ მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მისი მიზანია უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაციის არევა -ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გუშინ, 24 აპრილს უკრაინის პრეზდენტმა პეტრე პოროშენკომ აღნიშნულ საკითხზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტობრივად, საუბარია კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მორიგ აგრესიულ ნაბიჯზე – უკრაინის დონბასის ანექსიაზე ან უკრაინაში რუსული ანკლავის შექმნაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანია მინსკის შეთანხმების ანულირება, სადაც მკაფიოდ წერია მისი მოვალეობები. პოროშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე “სამხრეთოსური და დნესტრისპირული” სცენარით მოქმედებს – ეს მცდელობაა უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის ლეგიტიმაციის – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “იურიდიულად არამზადული” უწოდა რუსეთის ფედერაციის ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, უკრაინელებისათვის რუსული პასპორტის გამარტივებული წესით მიცემის შესახებ და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია არჩევნების შემდეგომი უკრაინის შიდაპოლტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ყველას მოვუწოდებ, ვადამდე გათავისუფლების კომისიის საქმიანობაში პოლიტიკური კუთხით ნუ ჩაერევიან
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაკეტილი პუნქტები გახსნას