დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო მატარებლის რეისები ხვალაც უქმდება

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს მატარებლის რეისები უქმდება.

კერძოდ, უქმდება შემდეგი რეისები:

თბილისი-ბათუმი (802),
თბილისი-ზუგდიდი (870),
თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
ბათუმი-თბილისი (803),
ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
ფოთი-თბილისი (873),
ხაშური-ზესტაფონი (6446)
ზესტაფონი-ხაშური (6417).
რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დღეს 6 თებერვალს, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.

რკინიგზის ცნობით, ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

banner
წინა სტატიაშიგურამ მაჭარაშვილი – „უცხოური ძალები“ ცდილობენ აქ ე.წ. „მესამე ძალა“ შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ, თუ ერთ-ერთ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია“თუ ექნება შესაბამისი ფორმატი, ვითანამშრომლებთ” – სამადაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე