დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში.

მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ისინი, როგორც არც ერთი ევროპის სახელმწიფო და შესაძლოა, არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო, ისე არიან დაცული ამ ინფექციისგან
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით