დასავლეთ საქართველოდანაც, აღმოსავლეთ საქართველოდანაც მოქალაქეები უერთდებიან პროტესტს რუსული თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ დღეს არ შეიძლება რამის დაზარება, სახლში ყოფნა, რადგან ამას ისტორია არ გვაპატიებს

„დასავლეთ საქართველოდანაც, აღმოსავლეთ საქართველოდანაც მოქალაქეები უერთდებიან პროტესტს რუსული თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილმა გადაატრიალა ეს ქვეყანა, როდესაც გააუქმა დემოკრატია, როცა გააუქმა არჩევნები, ხალხს მოჰპარა თავისუფლებს ნების გამოხატვის შესაძლებლობა და მიითვისა ხელისუფლება. დღეს არეულობა და დაპირისპირება სურს მარტო ივანიშვილს და მის პარტიას, რადგან ისინი აყალბებენ არჩევნებს, საქართველოს თვითმარქვია პრემიერ მინისტრს ხელს არ ართმევს არავინ, გარდა ჰეზბოლას ლიდერებისა. მგონი ბოლო ოფიციალური ვიზიტი ჰეზბოლასთან ჰქონდა ირანში. ხალხს, რომელიც აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, უნდა მშვიდობა, უნდა კეთილდღეობა და რუსული პროპაგანდით შეცვალეს ყველაფერი, რომ ამ ადამიანებს სურს არეულობა. ხალხის ნება რომ გამოხატა რატომ მოჰპარა? რატომ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა? იმიტომ რომ ბევრი ფული იშოვოს, ხალხის ინტერესები არ აქვს ივანიშვილს და ათასობით ადამიანი გვიერთდება დასავლეთ საქართველოდან და მივდივართ რესპუბლიკის მოედანზე. მოვუწოდებ ყველას, რომ ახლა დაღლის დრო არ არის , სახლში ყოფნის დრო არ არის, გამოდით ყველანი გარეთ.

ამის პარალელურად აღმოსავლეთ საქართველოდანაც არის კოლონები, ათასობით ადამიანი მოდის, ფაქტობრივად არის კილომეტრიანი კოლონები. დღეს არ შეიძლება რამის დაზარება, რამის არ გაკეთება, ამას ისტორია არ გვაპატიებს. დღესაც, ხვალაც იქნება პროტესტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ პროტესტში გაიმარჯვებს.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
შემდეგი სტატიაგიორგი ბოტკოველი-ეს პროტესტი არის მშვიდობიანი, დემოკრატიული და გაგრძელდება მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს ივანიშვილის რუსულ მმართველობაზე, რომელმაც ქართველ ხალხს წაართვა თავისუფალი არჩევანი.”- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის