დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არასდროს შეჩერდება – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, დასავლეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა “არასდროს შეჩერდება”.

რეზნიკოვის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა და სხვა დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს: “ოლექსეი, ნუ ინერვიულებ, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ქვეყნის, თქვენი ხალხისა და თქვენი პრეზიდენტის დახმარებას”.

“მოვისმინე ეს გუშინ და ვიგრძენი აბსოლუტურად გულწრფელად, დავინახე ლოიდ ოსტინის თვალები, მაგალითად… დავინახე რეალური გაგება, რომ ისინი არასდროს შეჩერდებიან”, – თქვა რეზნიკოვმა.

banner
წინა სტატიაშიუახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან – ხოშტარია
შემდეგი სტატიავაშაძე – უკრაინასა და მოლდოვას თუ ავცდით, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დანაშაული, მთელ ევროპას უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ვიმსახურებთ ევროინტეგრაციას