,,დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი, – ასე გამოეხმაურა რატიანი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იარაღით ვაჭრობს.

„ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან და ამ შემთხვევაში ამერიკიდან უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე, არის რუსული პროექტი. პუტინის პროექტი და ის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს იყო გაფრთხილება და მოწოდება იმისათვის, რომ პუტინის ეს იარაღი გავაუვნებელყოთ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, კონგრესმენი, რომელმაც განცხადება გააკეთა, ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები შემოდის
შემდეგი სტატიათამარ ხიდაშელს ეკა მიშველაძის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის შს სამინისტროსთვის გადაცემა დაუშვებლად მიაჩნია