“დასავლელი მეგობრები საგონებელში არიან ჩავარდნილი თუ რატომ მიჰყავთ ქართველ ლიდერებს ქვეყანა დასავლეთიდან შორს”

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ტვიტერზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კორტნი ამბობს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეული არიან თუ რატომ მიჰყავს მთავრობას ქვეყანა დასავლეთიდან შორს.

კორტნი სვამს კითხვას, თუ რატომ ჰგონიათ ქართველ ლიდერებს, რომ საქართველო კიდევ სადმე სხვაგან იპოვის ერთგულ მეგობრებს.

“საქართველოს დასავლელი მეგობრები საგონებელში არიან ჩავარდნილი თუ რატომ მიჰყავთ ქართველ ლიდერებს ქვეყანა დასავლეთიდან შორს. ეს ლიდერები მოელიან, რომ საქართველო სანდო მეგობრებს კიდევ სადმე იპოვის?” – წერს ტვიტერზე უილიამ კორტნი

banner
წინა სტატიაშიევროპის სახალხო პარტია: სერიოზულად ვღელავთ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
შემდეგი სტატია“​ექიმები 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე… სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია”