”დასაქმებულთა რაოდენობა გასულ პერიოდთან დაკავშირებით”- ზურაბ ტყემალაძე NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს

NDI-ის კვლევის შედეგებს საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ. მმართველი გუნდის ნაწილი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შესახებ მოსაზრებას არ იზიარებს.

“ეკონომიკაში ის პრობლემა არსებობს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს დასაქმების მიმდინარეობას, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა გასულ პერიოდთან დაკავშირებით, გაზრდილია. რაც შეეხება 2012 წლის შემდეგ იგივე მდგომარეობაში ვართ და უკეთესს ვერ ვგრძნობთო, ეს არასწორად დასმული კითხვაა და პასუხიც არასწორია. 2012 წლის შემდეგ სოფლის მაცხოვრებელი უკეთეს მდგომარეობაშია”,- აცხადებს უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმს არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება
შემდეგი სტატიანათია ფანჯიკიძე: ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის