დასაქმებული ადამიანების 60-ათასიანი ზრდა კერძო სექტორზე მოდის – გიორგი კვირკაშვილი

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

პრემიერობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი, ბოლოს წლებში დასაქმებულთა რაოდენობის მატებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დასაქმებულთა ზრდა ძირითადად კერძო სექტორზე მოდის.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატების შეკითხვაზე პასუხისას ისაუბრა.

„დასაქმებული ადამიანების 60-ათასიანი ზრდა უდიდესწილად კერძო სექტორს შეეხო. აქ თითქმის არ იყო საჯარო სექტორის წილი. პირადად ჩვენი კაბინეტის მოსაზრებაა, რომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ, თუკი სადმე გაჩნდება დამატებითი დასაქმების საშუალება, ეს მოხდეს მხოლოდდამხოლოდ არსებული კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე და არავითარ შემთხვევაში ბიუროკრატიული აპარატის ხარჯზე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალი საპენსიო მოდელი 2017 წლიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატია“დანაშაულია, ღია სივრცეში წამების ამსახველი კადრების ჩვენება”