დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო. დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტსა და შპს „ლეგენდარტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა და შპს „ლეგენდას“ დირექტორმა მამუკა ჭოხონელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის, 12-მა ადამიანმა, მათ შორის 2-მა შშმ პირმა, რომლებიც შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე იყვნენ რეგისტრირებულები, მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტების დახმარებით, კერძო კომპანიაში სტაჟირება სექტემბრიდან დაიწყეს. სტაჟირება 2-3 თვეს გასტანს და ყველაზე წარმატებული 6 ადამიანი დასაქმდება, დანარჩენი ტრენინგის მონაწილეები, კი ახალ შრომით უნარებსა და სპეციალობებს შეიძენენ. სახელმწიფო თითოეულ ამ პირს, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადის სტაჟირებას, სტიპენდიის სახით, დაუბეგრავად, 150 ლარს გადაუხდის.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის პროცესის დაწყებას ელოდებიან
შემდეგი სტატიაშსს-ს საპატრულო პოლიციამ ბათუმში ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საწვრთნელი ვარჯიში ჩაატარა