“დასამალი არაფერი მაქვს…გასაჯაროვდეს ეს მიმოწერა” – დეკანოზის განცხადება სასამართლოზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს:

“რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს, ურჩევნია, რომ რაღაც თავდაცვა მოიფიქროს და ამ შემთხვევაში, ეს არის თავდაცვის სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონზე მაღლა არ დგას არავინ, არც მოსამართლის ძმა, არც მინისტრის ძმა და აბსოლუტურად არავინ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, მიუხედავად იმისა, ვის ნათესავზეა საუბარი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული.

banner
წინა სტატიაში“ქართველი ხალხი არის ბოლო არბიტრი და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს”- რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებზე
შემდეგი სტატია„კანონზე მაღლა არავინ დგას, არც მოსამართლის ძმა“ – ჯეჯელავა