დასახელდა შეიარაღება, რომელსაც აშშ და რუსეთი გამოიყენებენ სირიაში ერთმანეთის წინააღმდეგ

ამერიკულმა ჟურნალმა The National Interest დაასახელა ის შეიარაღება, რომელსაც აშშ და რუსეთი სავარაუდოდ გამოიყენებენ სირიაში ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში. ამერიკული ჟურნალი აღნიშნავს, რომ აშშ სირიაში გამოიყენებს ფრთიან რაკეტებს Tomahawk ან AGM-86B, შეტევისათვის, შესაძლებელია გამოიყენონ ბომბდამშენები B-2 Spirit და გამანადგურებელი F-22 Raptor. ჟურნალი თვლის, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ზენიტურ რაკეტებს С-300 და С-400, ამიტომ ამერიკულ პოზიციებს დაარტყამს ფრთიანი Х-101, რომელსაც ბომბდამშენი Ту-95 და Ту-160 გადაიტანენ, ასევე, შესაძლებელია გამოიყენონ რაკეტები “კალიბრი”.

დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ “საკმაოდ ცხადია” ვინ არის ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი და რომ ვაშინგტონი “მრავალ სამხედრო ვარიანტს” განიხილავს საპასუხოდ. ამის შემდეგ ევროკავშირში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვმა “ოფიციალური არხებით, მათ შორის, სამხედრო” აშშ გააფრთხილა “სერიოზულ შედეგებზე, რომელიც იმ შემთხვევაში დადგება, თუკი ამერიკა სირიას დაარტყამს”. საფრანგეთი აშშ-ს უჭერს მხარს.
დღესვე გავრცელდა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებმა ხმელთაშუაზღვაში საავიაციო დამრტყმელი ჯგუფი გააგზავნა ავიამზიდ “ჰარი ტრუმანით”. მანამდე სირიის სანაპიროებს მიუახლოვდა ავიამზდი “დონალდ კუკი”, რომელზეც 60 რაკეტა “ტომაგავკია”.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებაზე რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო
შემდეგი სტატიასირიაში ავიადარტყმების სამიზნეები დასახელდა