დასახელდა ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილის ვინაობა

ადამიანმა, რომელმაც ლონდონში ტერაქტი ჩაიდინა, სახელად ჰქვია აბუ იზადინი. ამის შესახებ იუწყება დასავლური მედია.
ბრიტანული გამოცემა The Independent აღნიშნავს, რომ იზადინი „ადრეც იყო დაკავებული ტერორისტული საქმიანობით, რის გამოც პატიმრობაში იმყოფებოდა“. კერძოდ, აგროვებდა თანხებს ტერაქტის მოსაწყობად და გამოდიოდა ტერორიზმის პროპაგანდით.
ამავე დროს, ამერიკული ტელეარხი ABC იზადინის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ლონდონიცენტრში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა 4 და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 20 ადამიანმა.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმში, რესტავრაციის შემდეგ, ქრისტეს საფლავი გახსნეს (ფოტო)
შემდეგი სტატიაძალიან სამწუხაროა თუ “რუსთავი 2”-ის მესვეურებს ადარდებთ, რომ ზეწოლა ვერ განახორციელეს ამ მოსამართლეებზე – ალექსანდრე ჯეჯელავა