დასაგეგმი მაქვს დანაყოფების ხვალინდელი განლაგება – ჯაღმაიძე შაიშმელაშვილის ინტერვიუზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ტვ პირველზე გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

“ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ.

ახლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება” – წერს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: შესაძლოა, დარბევისას ივანიშვილისგან მოდიოდეს ბრძანებები
შემდეგი სტატია“აშშ დგას ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან”- ჯო უილსონი