,,დარწმუნებული ვარ, ვაიძულებთ ხელისუფლებას წამოვიდეს იმ თამაშის წესზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია”

დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას წამოვიდეს იმ თამაშის წესზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი პროპორციული წესით ირჩევს პარლამენტს.

„კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში წერია, რომ 2020 წლის მერე სხვა საპარლამენტო არჩევნები იქნება პროპორციული ანუ ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, კონსტიტუციის საპირისპიროდ, რომ 2024-მდე მაცადეთ, უნდა მოვიპაროთ, გავწელოთ დრო, ჩვენი ხალხი დავნიშნოთ სასამართლოში, ყველაფრის უზურპაცია მოვახდინოთ. ერთი სიტყვით, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება ხალხის ხარჯზე, მოდით ხალხო 2024 წლამდე მაბაირამეთ, მომაპარინეთ „ქართული ოცნება“ ამას გვეუბნება და ჩვენ ვეუბნებით – არა, რაც წერია კონსტიტუციაში, ის უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს 2020-ში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, უკვე შეგროვდა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა და ეს ხელმოწერის პროცესი გაგრძელდება.

“ჩვენ დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს, ეს არის საჯარო განხილვები და საკმაოდ გრძელი პროცედურაა. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა კანონით დადგენილი პროცედურა გავლილი იყოს. პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი, თუ ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტის მიმართ იყოს ნდობა. პარლამენტის მიმართ თუ არ არის ნდობა, როგორც დღეს, მათი დანიშნული მოსამართლეები იქნებიან მონსტრები, შესაბამისად, თუ არ იქნება სასამართლო, თუ არ იქნება ლეგიტიმური პარლამენტი, ჩვენ გვექნება სახელისუფლებო კრიზისი და ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ადამიანების კეთილდღეობას. პროპორციული არჩევნები დღეს ნიშნავს განვითარებას, პროგრესს და 2024 გადატანილი ნიშნავს ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბაირამობის გაგრძელებას, აი ასე დგას საკითხი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივაღწევთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას წამოვიდეს იმ თამაშის წესზე, რომელიც წერია საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაში,,სტრასბურგისგან ის მოლოდინი მაქვს, რომ თავის სიტყვას იტყვის, თუ იქაც ბიძინა ივანიშვილის ხელები არ მიწვდება”
შემდეგი სტატიალუკა კალანდია – ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს