“დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა საკითხის დამოუკიდებელ გამოძიებას განახორციელებს”

უჩა ძოძუაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა „დელტასთან“ დაკავშირებით დამოუკიდებელ გამოძიებას განახორციელებს. ამის შესახებ უჩა ძოძუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, თავდცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ არაფერი არ გამოვლინდა, უჩა ძოძუაშვილი სამსახურში დაბრუნდება.

“მინდა დავაფიქსირო, რომ თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა „დელტაში“ მოხდა 19 თებერვალს არასრულად. თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. დღეს მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი, „დელტას“ უდანაშაულობა. დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ „დელტაში“ მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა საკითხის დამოუკიდებელ გამოძიებას განახორციელებს და დადგინდება ჭეშმარიტება“, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი ოფიცრების ავტობუსი ხევში გადავარდა და ექვსი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიამარტვილის კანიონზე გუშინ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართა