“დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავების აჟიოტაჟი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია”

“საქართველოს პატრიოტთა ალიასის” ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ წუთებში საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზაცია შეინიშნება.

როგორც ინაშვილი აცხადებს, ტერიტორიაზე გამოჩნდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი, ასევე შეინიშნება სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უცხო პირები. ირმა ინაშვილის ვარაუდით, აღნიშნული “პატრიოტთა ალიანსის” მიერ აქციის მაშტაბების ზრდას უკავშირდება.

“დღეს განვაცხადე, რომ ჩვენს აქციას ოცამდე ადამინი უერთდება. ისინი ჩვენთან ერთად იშიმშილებენ იქამდე სანამ არ დაკმაყოპფილდება ის ძირითანი მოთხოვნები, რომლებიც გავაჟღერეთ. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავების აჟიოტაჟი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„იმაზე ბევრად საინტერესო საუბარი გვქონდა მე და ალიევს ვიდრე „გაზპრომია“
შემდეგი სტატიადეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა