დარწმუნებული ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება დღეს მოხერხდება – ბორელი

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება დღეს მოხერხდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შევთანხმდეთ სანქციების მეექვსე პაკეტზე. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გუშინ საღამოს და დღეს დილით, ევროკავშირის ელჩები ხვდებიან ერთმანეთს და ყველა ვცდილობთ, ვუბიძგოთ, რომ შეთანხმება მეექვსე პაკეტზე მიღწეული იყოს დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება გვექნება“, – განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს და პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც – გვარამია
შემდეგი სტატიაჩემი მიზანია, გადავარჩინო ჩემი შვილი, მისი მიზანია, თავიდან მოიშოროს – გიული ალასანია კობახიძეზე