“დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად შეაჩერებს ამ უსასტიკეს დანაშაულს “

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. “სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ , რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუკმლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს”, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში აფეთქების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული
შემდეგი სტატიასაარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს