დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც – ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა

სამებაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას პრეზიდენტობის კანდიდატები დაესწრნენ. პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს მიმართა და ღირსეული საქციელისკენ მოუწოდა.

„წმინდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, არ არსებობდა ჩვენთან სოფელი, სადაც მისი სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი ჩვენთანაა და ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობის ის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან მინისტრები და ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები – სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია, მე მჯერა თქვენ, ვინც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა გადმოგცეთ,“ – მიმართა პატრიარქმა პრეზიდენტობის კანდიდატებს.

ილია მეორემ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს წმინდა გიორგის ხატი აჩუქა

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” ათმა წევრმა დატოვა და ,,ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ადამიანები ისევ არეულობას, სისხლისღვრასა და რევოლუციას გეგმავენ