“დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”- დავითაია

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა

ვენეციის კომისიას მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციამ“ წერილი გაუგზავნა, სადაც იმ ხარვეზებზე და საფრთხეებზეა საუბარი, რომელსაც კონსტიტუციის ახალი პროექტი უქმნის საქართველოს დემოკრატიას. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს, რადგან მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს იმ საერთო უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც ახალი პროექტის მიმართ აქვთ, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, ასევე საზოგადოებას:
„ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური პარტიების, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არც მედიის კრიტიკა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რჩება ერთადერთი საშუალება – საერთაშორისო ბერკეტი. ვენეციის კომისიას აქვს რეკომენდაციის ძალა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. როდესაც საარჩევნო კოდექსზე იყო საუბარი ვენეციის კომისიამ დასკვნაში ჩაუწერა, რომ ჯერი მენდერინგის სისტემა არის თაღლითობა, ანუ ქართული ოცნება არის თაღლითი, ამაზე მძიმე ჩანაწერი რა შეიძლება იყოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით? ახლა ამიტომ ამ კონსტიტუციაზე რა დასკვნაც არ უნდა იყოს მიღებული ეს ქვეყნის იმიჯს შელახავს, აქედან გამომდინარე ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო შეცვალოს ის და იმუშაოს არა ვენეციის კომისიის დასკვნების მიხედვით, არამედ საზოგადოების დასკვნებით, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ვენეციის კომისიისთვის კი არ არის, არამედ ეს არის თამაშის წესები საქართველოს მოქალაქეებისათვის.“- განაცხადა პაატა დავითაიამ.

banner
წინა სტატიაშისკანდალი: “ციანიდის საქმეში ინტიმური ვიდეომასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება”
შემდეგი სტატიაგიორგი ფანცულაია : დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირადი ინფორმაციით აშანტაჟებენ