დარწმუნებული ვარ, რომ ამ 25 პროცენტში უმრავლესობა არის სწორედ ჩემი ამომრჩეველი

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა Edison Research-ის კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

კახა კუკავას თქმით, კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 25 პროცენტი „სხვა კანდიდატს“ უჭერს მხარს. კუკავა დარწმუნებულია, რომ ამ 25 პროცენტიდან ​უმრავლესობა მას ემხრობა.

„ჩემი სახელის ხსენება, ეტყობა, Edison Research-ს აკრძალული აქვს, მაგრამ კვლევის შედეგებში ნათქვამი არის, რომ 25 პროცენტი დაუჭერს მხარს სხვა კანდიდატს. რეალურად, ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც შეიძლება ახლა ნოლი მთელ რაღაც პროცენტზე უფრო მეტი ხმები მიიღოს და ჩამოთვლილი არ არის, ეს ვარ მე. მე მესმის ახლა, რომ ზოგიერთ სოციალურ კომპანიას არ სიამოვნებს იმის აღიარება, რომ არალიბერალური, არამეინსტრიმული, არასისტემური კანდიდატი, ამომრჩევლის მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 25 პროცენტში უმრავლესობა არის სწორედ ჩემი ამომრჩეველი,“ – განაცხადა კახა კუკავამ.

Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება – გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.

საგულისხმოა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, თუკი წინა კვლევაში მას 20%-იან მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა ციფრი 16%-ზეა ჩამოსული.

შემცირებულია დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვიც – 22-დან 16 % -მდე.

banner
წინა სტატიაში,,მთავარი არის, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს, მჯერა”
შემდეგი სტატიალატვიაში სოციალური ქსელი გატეხეს – შესვლისას პუტინი ჩნდება და რუსეთის ჰიმნი ისმის