,,დარწმუნებული ვარ, როგორც კი საექსტრადიციო პროცედურები დასრულდება, მეგის ქარდავა გადმოეცემა ჩვენს ქვეყანას”

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი საექსტრადიციო პროცედურები დასრულდება, მეგის ქარდავა გადმოეცემა ჩვენს ქვეყანას და საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მოიხდის ვადას ჩადენილი დანაშაულისთვის, – ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მეგის ქარდავა საექსტრადიციო პროცედურების დასრულებამდე შინაპატიმრობაში იქნება.

„როგორც მე ვიცი, ექსტრადიციის პროცედურები დასრულებული არ არის. გარკვეული შიდა პროცედურული გადაწყვეტილება არის მიღებული უკრაინის მხრიდან, დეტალებს ვერ გეტყვით. მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი საექსტრადიციო პროცედურები დასრულდება, ეს პირი გადმოეცემა ჩვენს ქვეყანას და საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მოიხდის ვადას ჩადენილი დანაშაულისთვის“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ყველა აქტივობა მიმართულია იქეთ, რომ თბილისი კიდევ უფრო აქტიური და მეგობრული ქალაქი გახდეს”
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ ე.წ. გაბათილებული ბიულეტენების საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა