“დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში” მორალური ადამიანები არსებობენ, რომელთაც თავი აარიდეს იმ სხდომაზე მისვლას, სადაც მათი კოლეგების გარიცხვის საკითხი უნდა განხილულიყო”

დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში” მორალური ადამიანები არსებობენ, რომელთაც თავი აარიდეს იმ სხდომაზე მისვლას, სადაც მათი კოლეგების გარიცხვის საკითხი უნდა განხილულიყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, სადაც 52 ოპოზიციონერი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე უნდა ემსჯელათ.

„დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში” მორალური ადამიანები არსებობენ, რომელთაც სხდომაზე მისვლა გაუხარდებათ, თუ იქ მათი კოლეგების პარლამენტიდან გარიცხვის საკითხი იხილება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თავი შეიკავეს სხდომაზე მოსვლისგან. ადამიანი მონა არ არის, რომ რაიმე ძალით „შეტენო”. შესაბამისად, ეს ამბავი არ უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა გავარკვიოთ, ვის უნდა პარლამენტში მუშაობა და ვის არა. მგონია, რომ შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. არავის გარიცხვა და კლასში ჩატოვება კარგი საქმე არ არის და ამაში მონაწილეობას არასოდეს მივიღებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი: პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ კანონით ეკისრებათ
შემდეგი სტატიაგადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელებს მოსამართლემ პატიმრობაში შეუფარდა