დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ – სუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზე”

კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევს სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ გასვენების ორგანიზებას,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ კი მიაღწევს 2024 წლის არჩევნებამდე, მაგრამ ეს იქნება ბოლო არჩევნები, სადაც ისინი რაიმე შედეგს დადებენ.

„თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს, პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას და დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას. კარგი იქნება, ამ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევენ სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“გასვენების ორგანიზებას. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა, მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ მისი შედეგი იქნება მკვეთრად გაუარესებული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ყველა. ვფიქრობ იმასაც , რომ პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ“ – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიდარჩიაშვილი – ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს ძალისხმევაზე, რომელიც ხელისუფლებამ გასწია
შემდეგი სტატიადარჩიაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა შარლ მიშელისთვის გაეზიარებინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა