“დარწმუნებული ვარ, მოვესწრებით იმ დროს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი”

ჩვენ არ ვართ ძალიან ახალგაზრდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვესწრებით იმ დროს, როდესაც თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი ,- ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში მიმდინარე ვრონესტის ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ახლა ჩვენ გვაქვს ევრონესტის ღონისძიება. ჩვენ ოჯახი ვართ. თქვენი წარმატება და წარუმატებლობა, ჩვენი მთელი ოჯახის წარმატება და წარუმატებლობაა. ჩვენ ძალიან ღია ვართ, როგორც ოჯახი. იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან წარმატებული მომავალი 10 წლის განმავლობაშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასთან მიმართებაში, როდესაც ის გახდება მართლაც ეფექტური ინსტრუმენტი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რათა სწრაფად იმოძრაოთ ევროკავშირისაკენ. ჩვენ მასპინძლებმა მიგვიწვიეს არაჩვეულებრივ სადილზე და ამაზე იქაც გვქონდა საუბარი. ჩვენ არ ვართ ძალიან ახალგაზრდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოვესწრებით იმ დროს, როდესაც თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი“,- აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი-“რატომ არის ასეთი აქცენტი და მხოლოდ მამალაძეზე არის გაუთავებლად საუბარი “
შემდეგი სტატიასახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა პროფესიულმა კოლეჯმა “კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო