“დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებით გაართმევს თავს პარლამენტის თავმჯდომარეობას”

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს პარლამენტში არჩევა მიულოცა. კვირიკაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე დიდი წარმატებით გააართმევს თავს ურთულეს საქმეს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია.

„მინდა ყველა დეპუტატს მივულოცო არჩევა საქართველოს პარლმენტში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტი იწყებს ფუნქციონირებას. ახლა მიმიდნარეობს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა. ჩვენ წარმოდგენილი გვყავს კანდიდატი საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ გამოცდილი სამართალმცოდნეობაში და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილებით. მე დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე ძალიან დიდი წარმატებით გააართმევს თავს ურთულეს საქმეს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა გენპროკურორი და ცენტრალური საგანმოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელები შეარჩია
შემდეგი სტატიაუკრაინა სააკაშვილს საქართველოს არ გადასცემს – უკრაინის გენპროკურორი