დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება, გამოკრისტალდება მესამე ძალა, რომელიც ქოცობას პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს -ცოტნე გამსახურდია

მე დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება, გამოკრისტალდება მესამე ძალა,რომელიც ქოცობას პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს 2020 წელს-ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა. გამსახურდია ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს ,რომ საქართველოში უნდა გამოჩნდეს ძალა, რომელიც ქუჩაში “დაგდებული ძალაუფლების” ხელში აღებას შეძლებს.

,,2001 წელს იტყოდით რომელიმე, რა მოხდებოდა 2003-ში? 2010 წელს იცოდით, რა იქნებოდა 2012-ში? ასე მოხდება ახლაც. მე დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება, გამოკრისტალდება მესამე ძალა, რომელიც ქოცობას პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს 2020 წელს. წერეთლისა და ლენინის დიალოგის არ იყოს, დღეს საქართველოში ძალაუფლება ქუჩაში გდია და უნდა გამოჩნდეს ძალა, ვინც უბრალოდ მის ხელში აღებას შეძლებს! და ამას, პირველ რიგში, ქოცი ვირთხები გრძნობენ უზუსტესად: ამიტომაც – მოსწრებაზე არიან და ყველაფერს კადრულობენ. აქ აღარავითარი კანონები არ მოქმედებს.”-აცხადებს ცოტნე გასმახურდია.

მისივე თქმით, საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალი მრავალპარტიული მმართველობა იქნება,თუმცა მთავარ კითხვად რჩება,შეძლებს თუ არა კოალიციური ხელისუფლება შემდგომში,როგორც თვითონ ამბობს “ამ ავგიას თავლების ” გაწმენდას

“ჩემი აზრით, ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ მომავალი ძალა არ გაიმარჯვებს ყოვლისმომცველი ნდობის მანდატით და მრავალპარტიულ, პლურალისტურ მმართველობას მივიღებთ. თუმც არის ერთი “მაგრამ”: შეძლებს კი რბილი, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება ამ ავგიას თავლების გაწმენდას, რაც ხიხომ და მისმა ნაბიჭვრებმა დატოვეს?

ესაა მთავარი კითხვა, თუ ცოტა შორს გავიხედავთ, და ფბ კიდევ გაგახსენებთ ამას…”-აცხადებს გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიბორის კაკუბავა ჟურნალისტებს: თქვენი დედა …
შემდეგი სტატიაქართულ სამართლებრივ სივრცეში ახალი დეფინიციები „ჰოსპისური მზრუნველობა“ და „ჰოსპისი“ შემოდის