“დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯის საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას”

დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები დავით გარეჯის საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნაისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, განახლდება კომისია, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე იმუშავებს.

„პირველივე დღიდან იყო ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს და მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, კომისიას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას დავამტკიცებთ ხელახლა, ეს მოხდება სავარაუდოდ უახლოესი მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდში ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში7-9 მაისს რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიაპრემიერის განმარტებით ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება