დარწმუნებული ვარ, ჩემი ოჯახის წევრი მოყოლილილია ამ ნანგრევების ქვეშ-ვიხვეწები რომ ადამიანებად ჩამაგდონ და მოგვცენ რაღაც ინფორმაცია

„დარწმუნებული ვარ, ჩემი ოჯახის წევრი მოყოლილილია ამ ნანგრევების ქვეშ. 7 საათის შემდეგ აქ ვარ და ვითხოვ, რომ რაიმე ინფორმაცია მომაწოდონ, ვერ ვუკავშირდები, სულ გამოდის ხოლმე კონტაქტზე და რადგან აქამდე არ გამოსულა, ე.ი მოყოლილია. ვიხვეწები რომ ადამიანებად ჩამაგდონ და მოგვცენ რაღაც ინფორმაცია“ — აცხადებს მოქალაქე სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად,
გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა,
რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია
სტაციონარში.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები
უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში
განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან
გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია

banner
წინა სტატიაშიშსს-მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა
შემდეგი სტატიანგრევის შედეგად გარდაცვლილი ერთი ადამიანის ვიანობა ცნობილია