დარწმუნებული ვარ ადამიანები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად – დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდრემა, დავით ბაქრაძემ, საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ შევლაონ მომავალი 4 წელი უკეთესობისაკენ.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მან პირადად ხმა მისცა ქვეყანაში ცვლილებებს. ბაქრაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ხვალიდან ყველა ერთად ახალი ენერგიითა და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს ქვეყანაში
„ვხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე, ასეთი დიდი აქტივობა დიდი ხანია არ მახსენდება.
მე პირადად ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში.
თითოულ მოქალაქეს ესმის, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი მათი ცხოვრების მომავალი 4 წლისთვის და დღეს არის შანსი, რომ ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისაკენ და ადამიანები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად.“ – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაურია
შემდეგი სტატიაფოთის მერი – მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქალაქის აღმავლობას