“დარწმუნებულები ვართ, არჩევნებამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება”

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე დისკუსიის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპა, საქართველოში საგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღებს:

„საქართველომ შეასრულა ყველა დავალება, შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკური ნაწილი. დავაკმაყოფილეთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კრიტერიუმები. ახლა ვიმყოფებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებს შორის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში, ჩვენ გვჭირდება ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის თანხმობა. ჩვენ გვესმის თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ევროპა მიგრანტების კრიზისის, რეფერენდუმების გამო. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე და საპარლამენტო არჩევნებამდე გადაწყვეტილება მიღებული იქნება.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში, კურსკის სადგურიდან აფეთქების საფრთხის გამო ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს