„დარწმუნებულ ვარ, რომ ქართველ ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს” – ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდაზე გააკეთა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად, მივიდა. მან საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

„დარწმუნებულ ვარ, რომ ქართველ ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც მთაწმინდაში, ისე სხვა ოლქებშიც, აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით დღეს გაიმარჯვებენ. დღევანდელი არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ისევე როგორც ბოლო წლებში ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითარებთ. მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა უპირატესობა იქაც ჩვენი კანდიდატების დიდია და დიდი ალბათობით, პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვონ ქართული ოცნების კანდიდატებმა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის მთავარი ბრძოლა “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ლადო კახაძეს შორის გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი მხარდამჭერებს – არჩევნების პირველივე ტურში დამთავრება იქნება პასუხი ოპონენტების დესტრუქციულ ქმედებებზე
შემდეგი სტატიადაპირისპირება სოფელ რიყეში – ხმაური უბნიდან საარჩევნო გადასატანი ყუთის გატანის მცდელობას მოჰყვა