23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“დარტყმები გაგრძელდება” — სერგეი ლავროვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო გეგმებზე

რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით,  რუსეთი უკრაინაზე დარტყმებს გააგრძელებს.

„შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კიევის ტერორისტის მორიგი გამოხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენ რეგულარულად განვახორციელებთ მასშტაბურ ჯგუფურ დარტყმებს იმ სამიზნეებზე, რომელთა მდგომარეობაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ეს ამოცანა მთავარსარდალმა დააყენა, ჩვენი შეიარაღებული ძალები მას ასრულებენ და გააგრძელებენ შესრულებას. ვფიქრობ, ყველა სწორი სიტყვა უკვე ითქვა, მაგრამ დიდი ხანია, დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვები საკმარისი არ არის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, 18 ივნისს მოსკოვი ბოლო ორი წლის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია დაახლოებით 200 უპილოტო საფრენი აპარატი.

banner
წინა სტატიაშინატოს გენმდივანი: ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის, თუ არა მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატიაფეზეშქიანი – ეს არის ისტორიული დოკუმენტი. მშვიდობა იქნება მიღწეული ორმხრივი პატივისცემით