,,დარტყმა წელსქვევით,, – აშშ-მ ნავთობის ფასი რეკორდულად დააგდო…

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ნავთობის ფასების სერიოზულ ვარდნას შეუწყო ხელი…

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ნავთობის მარაგების შესახებ, ამ პროდუქტის ფასების სერიოზულ ვარდნას შეუწყო ხელი. საუბარია  487,3 მილონ ბარელ ნავთობის მარაგზე, რომელიც წლის ამ დროისთან მიმართებაში, 1930 წლიდან მოყოლებული უდიდესი მარაგია, რაც  აშშ-ი დაფიქსირებულა.

ბირჟაზე დაფიქსირებული ნავთობის ფასებმა  WTI-ს მარკის ნავთობზე 40 დოლარზე ნაკლები, ანუ ბარელზე-39,92 დოლარი შეადგინა, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბოლო მონაცემებით 43,59 დოლარამდე დაიწია.

ექსპერტთა განცხადებებით, აშშ-ს მიერ ნავთობის მარაგების საგანგებოდ გაზრდა სერიოზული დარტყმაა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და მათ ეროვნულ ვალუტებზე, რომლებიც ამ პროდუქტის ფასის ცვლილებებთან მიმართებაში ძალიან მგრძნობიარენი არიან.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიწიგნი „დეზინფორმაცია (Disinformation)“
შემდეგი სტატიააფხაზეთის ოპოზიცია ხაჯიმბას გადაყენებას მოითხოვს