დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, კენჭისყრაზე ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდა.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა, კომიტეტის სხდომაზე საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

„კანონპროექტმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. კითხვები – მშენებლობაში თანხების საინვესტიციო პოლიტიკის ნაწილს ეხებოდა. ასევე იმას, სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება და ეს გათვალისწინებული არ არის. ასევე ვისაუბრეთ სანდობაზე გრძელვადიან პესრპექტივაში და ა.შ.”, – განაცხადა კაკულიამ.

ფრაქციის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა კანონპროექტი დღეს კიდევ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტშიც წარადგინა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტით, ახალი საპენსიო სქემა იქმნება, რაც სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას გულისხმობს, რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.

banner
წინა სტატიაში,,როცა აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში”
შემდეგი სტატია,,„ნაცმოძრაობასთან” კოალიციაში მყოფ პარტიებს განცდა აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მშიერს არ დატოვებს”