დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განმარტა, კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ნავსადგურებში დაინერგება „ერთი ფანჯრის“ სისტემით მომსახურება გამარტივდება და გაციფროვნდება, გემების შემოსვლისა და გასვლის ფორმალობები, რაც საგრძნობლად დააჩქარებს, უფრო სანდოსა და დაცულს გახდის არსებულ პროცესებს.

გაციფროვნებული სისტემა ნავსადგურებს საშუალებას მისცემს გაზარდონ მიღებული გემების და შესაბამისად ტვირთბრუნვის რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საზღვაო სექტორის მდგრადობას.

კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

banner
წინა სტატიაშიბექა დავითულიანი – კანონპროექტი მომავალი თაობის მავნე ზეგავლენისა და პროპაგანდისგან დაცვისკენაა მიმართული
შემდეგი სტატია150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა გრძელდება