“საქართველოს არჩევნების დროს ისეთმა დარღვევებმა, როგორიცაა ხმების ყიდვა და ამომრჩეველთა დაშინება, ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის მიმართ”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
„ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ პატივი სცენ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრების უფლებას“, – ამბობს დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.