დარეჯან ცქვიტარია – დაუფიქრებლად შემიძლია, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლე გავიღო

მე ახლაც დაუფიქრებლად შემიძლია, სააკაშვილისთვის სიცოცხლე გავიღო, ამ ქვეყანას ის უფრო სჭირდება და ამიტომ შემიძლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცქვიტარიამ განაცხადა.

„ჩემს ოჯახთან ნამდვილად ჰქონდა შაკოს მჭიდრო ურთიერთობა, ჩემი შვილის მეგობარია. დარწმუნებული ვარ, მას რაღაც კომუნიკაცია რომ ჰქონოდა პრეზიდენტთან, მე მეტყოდა, რადგან მან იცის ჩემი დამოკიდებულება მიხელ სააკაშვილის მიმართ. მე ახლაც დაუფიქრებლად შემიძლია, მისთვის სიცოცხლე გავიღო, ამ ქვეყანას ის უფრო სჭირდება და ამიტომ შემიძლია. მან მაგალითი უჩვენა ხალხს და ამ მთავრობასაც, ისე შემოვიდა ქვეყანაში უმტკივნეულოდ, ოთხი დღე იარა, საქართველოს ყველა კუთხე მოინახულა და ვერაფერი უქნეს. სახელმწიფო რომ თავიდან ბოლომდე ჩამოშლილია, ახლა თავიანთი საქმის გაპრავება უნდათ და ვიღაცებს ხელს ადებენ? მერე რა, რომ დავუშვათ შემოიყვანა მე არ ვიცი შემოიყვანა თუ არა, მე არ ვიცი, რა კომუნიკაცია ჰქონდა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს შაკას. ნამდვილად გმირები არიან ის ადამიანები, ვინც ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლას“, – განაცხადა ცქვიტარიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს საქართველოში, ის როგორც უკრაინის მოქალაქე თავისუფალია, რომ დაბრუნდეს უკრაინაში
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა