9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

დარეჯან ცხვიტარია: “გამომათრიეს იქიდან, გამომგლიჯეს ტელეფონი, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს განყოფილებაში”

პარლამენტის წინ მოშიმშილე, ენმ-ის წევრი დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, წუხელ, კარავს, რომელშიც იმყოფებოდა ცეცხლი გაუჩნდა, რაც მიზანმიმართულად მოხდა.

მისივე თქმით, დილით ადგიოლზე ძველი თბილისის პოლიცია მივიდა და განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანა.

კარავს ეკიდა ცეცხლი, წყლები დავასხით, ძლივს ჩავაქრეთ. ამ დილით მოვიდა ძველი თბილისის პოლიცია როა, თაბუკაშვილიდან, ბევრი მოვიდნენ, გამობრძანდით გარეთო, გამომათრიეს იქიდან, გამომგლიჯეს ტელეფონი, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს განყოფილებაში. 4 საათი ვიყავი პოლიციის განყოფილებაში და ახლა მოვედი. კარვებზე არაფერი უთქვამთ. მე მგონია რომ ეს ცეცხლის წაკიდება კარვებზე სპეციალურად მოხდა. სხვა მეთოდი ვერ მოიფიქრეს ამ ლაჩრებმა? მე ბრძოლას არ შევწყვეტ. თუ გამასვანებენ, თორე მე აქედან ვერ გამომიყვანენ”, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია inradio.tv-ის ლაივში.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაბეირუთში ისრაელის დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა