დარჩით სახლში – ამირანი გუგუნებს

ავადსახსენებელი კორონას გამოჩენის შემდეგ ექიმები გამუდმებით სახლში დარჩენისა და რეგულაციების დაცვისკენ მოგვიწოდებენ, სააღდგომოდ საფლავებზე გასვლის უფლებას გვიზღუდავენ და ჭირის თუ ლხინის სუფრების გამო გვაჯარიმებენ.
ამ დროს ვიგებთ რომ კაცი, რომელიც სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს და სუფრების გამო გვსაყვედურობს, რესტორნებში გრიალებს.
27 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ამირან გამყრელიძე სუფრას უზის და კრამიტით სვამს ღვინოს.
ამას საზოგადოების სერიოზული აღშფოთება მოჰყვა. ხელისუფლებამ მედია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.  მეოცნებეთა მტკიცებით, ეს ფოტო 2019 წელსაა გადაღებული.
ამირან გამყრელიძე მთლად წყალწაღებული არ აღმოჩნდა და აღიარა, რომ 25 სექტემბერს იქეიფა ველისციხეში. მისი თქმით, ეს სადილი იყო. სადაც მხოლოდ აცრილი პირები იმყოფებოდნენ.
ასეც რომ იყოს, ქვეყანაში სადაც კორონავირუსით ყოველდღე რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება, რა ნამუსით უნდა ქეიფობდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.
სადილზე ზღაპარს რაც შეეხება, ეს ზღაპარი გამყრელიძემ საკოორდონაციო საბჭოს წევრებს მოუყვეს. საქართველოში ყველამ იცის, რომ ჩვეულებრივ და საქმიან სადილებზე სასმელს კრამიტით არ სვამენ.
ნორმალურ ქვეყანაში გამყრელიძე ფოტოების გავრცელებისთანავე გადადგებოდა. რადგან ეს საქართველოა გამყრელიძე პოსტზე რჩება.
ხვალ კიდევ გამოვა ტელევიზიით და გვეტყვის, დარჩით სახლში.
დარჩით სახლში – ამირანი გუგუნებს.

თაიმერი

banner
წინა სტატიაში27 სექტემბერი თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნის უკვდავყოფის დღეა!
შემდეგი სტატიაEdison Research-ის კვლევა