დარჩიაშვილი: იმპიჩმენტი ერთადერთი გზაა, კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება მოახდინო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პირველად ეხმაურება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და აცხადებს, რომ ეს ერთადერთი გზაა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები დაირღვა.

“მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს ამ წუთას ვერ დავინახავდი – კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები.

რაც შეეხება დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, ფოკუსირებული ვართ 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ვართ ოპტიმისტურად”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

banner
წინა სტატიაშიიგორ ნარმანია: ჩვენ არ გვყავს ნორმალური და დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ოლიგარქიული რეჟიმი
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი, პუტინთან შესახვედრად, მატარებლით დაიძრა