დარახველიძე: თბილისი პრაიდის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, პრაიდის ორგანიზატორებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თბილისი პრაიდის,
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის,
ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილის და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების
ჩართულობით თბილისი პრაიდის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით არაერთი
სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ შინაგანს საქმეთა მინისტრის
მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისს გასამართ მსვლელობასთან დაკავშირებით, შეხვედრის
მონაწილეებს ღიად და ცალსახად განემარტათ, რომ ღია წყაროებში დაანონსებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით, კონტრ
დემონსტრანტების მობილიზაციისა და სავარაუდო რაოდენობის მხედველობაში
მიღებით, მათ მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების
მსვლელობის ფორმატში ღონისძიების ჩატარება იქნებოდა დიდი რისკის შემცველი
მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას
მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “თბილისი
პრაიდის” კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თბილისი პრაიდის,
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის,
ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილის და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების
ჩართულობით თბილისი პრაიდის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით არაერთი
სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

1 და 3 ივლის დაგეგმილი ღონისძიებების – კინოჩვენებასა და ქვიარ ფესტთან
დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მოხდა ინფორმაციის მიწოდება ღონისძიების
ლოკაციის დროის მონაკვეთის, სტუმრების სავარაუდო რაოდენობის და
ორგანიზატორების მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ, შინაგან
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ
სამინისტრო იმ სპეციფიკის გათვალისწინებით რაც ღონისძიებებს გააჩნია
უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.

რაც შეეხება 5 ივლისს გასამართ მსვლელობას, შეხვედრის მონაწილეებს ღიად და
ცალსახად განემარტათ, რომ ღია წყაროებში დაანონსებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით, კონტრ
დემონსტრანტების მობილიზაციისა და სავარაუდო რაოდენობის მხედველობაში
მიღებით, მათ მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების
მსვლელობის ფორმატში ღონისძიების ჩატარება იქნებოდა დიდი რისკის შემცველი
მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

შეხვედრის მონაწილეებს შეეთავაზათ ალტერნატიული ტერიტორიის განხილვა,
თუმცა, მათ დააფიქსირეს რომ დემონსტრაციის გამართვა მხოლოდ რუსთაველის
გამზირზე სურდათ. არაერთი სამუშაო შეხვედრის მიუხედავად თბილისი პრაიდის
წარმომადგენლების მხრიდან პოზიციის შეცვლა არ მომხდარა.

30 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით
შს მინისტრსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, ასევე
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩებთან შეხვედრისას მკაფიოდ დააფიქსირა
სახელმწიფოს და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა ადამიანის
უფლებების დაცვის კუთხით და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს მიერ
პრაიდის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი დახურული ღონისძიებების
უსაფრთხო გარემოში ჩატარების გეგმის და მზაობის შესახებ.

ამასთან, მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ივლისს კიდევ ერთი
ღონისძიების, კერძოდ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი
მსვლელობის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მხრიდან იგეგმებოდა არაერთი
კონტრ-აქციის და სხვადასხვა სახის მანიფესტაციის მოწყობა.

მსვლელობის ტერიტორიის მასშტაბისა და ასევე წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით,
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განემარტათ რომ პრაიდის ჩატარება
რუსთაველზე არის უკიდურესი საფრთხის შემცველი და აუცილებელი იყო
ალტერნატიული ადგილის განხილვა, რაზეც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები უარს
აცხადებდნენ. მინისტრის ინფორმაციით, ანალიზის საფუძველზე მრავალრიცხოვანი
ღონისძიებების და მარშის მიმდინარეობისას გარდაუვალი იქნებოდა
ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, ასევე მოხდებოდა ინდივიდუალური ადევნებები
და ანგარიშსწორების ფაქტები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიალექსანდრე დარახველიძე – ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს