დარახველიძე ადასტურებს, რომ მორზა კეზევაძე გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირზა კეზევაძემ საკუთარი სურვილით დატოვა შსს-ს რიგები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე, რას უკავშირდება კეზევაძის თანამდებობიდან გათავისუფლება, დარახველიძემ აღნიშნა, რომ მირზა კეზევაძე არავის გაუშვია და ის საკუთარი სურვილით წავიდა სამსახურიდან.

„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. აქ არანაირ გაშვებას ადგილი არ ჰქონია. მან საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაში“ცაჰალმა” ღაზას სექტორში 130-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა
შემდეგი სტატიათავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! – აქცია რუსთავში