დაპირისპირებულმა მხარეებმა დმანისის ცენტრში გადაინაცვლეს – დაძაბული ვითარებაა დმანისში

ისევ დაძაბული ვითარებაა დმანისში – ამ წუთებში დაპირისპირებულმა მხარეებმა დმანისის ცენტრში გადაინაცვლეს. სამართალდამცველების და სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ახლა დაპირისპირების ახალ კერასთან მიმდინარეობს.

დღეს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

ორივე მხარეს მოქალაქეები ქვებით და ხელკეტებით არიან შეარაღებულნი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორისაა სამართალდამცავიც.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტში შემოვიდეს
შემდეგი სტატიაგადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, ძირითადი თანხის გადახდის პირობით, ​გათავისუფლდეს ჯარიმა-საურავებისგან