დაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული – თალაკვაძე

გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

არჩილ თალაკვაძემ გუნდში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კრიტერიუმებთან მსჯელობა მიმდინარეობს და არსებობს მოსაზრება, რომ მუშაობა საკითხზე საგაზაფხულო სესიამდე დასრულდეს.

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით გუნდში განსხვავებული მოსაზრებები იყო, თუმცა, დეპუტატის თქმით, დღეს არსებული სიტუაცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გუნდში კონსენსუსი შედგეს.

„გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული, რა თქმა უნდა, უთანხმოება არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც გითხარით, პროცესი არის სამუშაო კალაპოტში და ყველას ექნება დღესაც შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიციები შეაჯეროს, არანაირი დაშლა არ მოხდება. „ქართული ოცნება“ პარლამენტში 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას და ჩვენ არჩევნებზეც გამოვალთ ძალიან ძლიერი პოზიციებით,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დროს სასამართლო სისტემასა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაში“რამდენიც საჭიროა იმდენი ხანი ვიმუშავებთ, ამ პროცესზე ექსკლუზივი არავის აქვს” – ქუცნაშვილი გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატიაეშმაკი წვრილმანებში იმალებაო, არის არსებითი ნიუანსები, ამიტომ აქ მსჯელობა არ დაასრულებს ამ საკითხს – გია ჟორჟოლიანი